“პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” ახალქალაქში მათი აქტივისტის არტიუშ ამბარცუმიანის მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

“ახალქალაქის არცერთ აქტივისტს ჩვენი პარტია – “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” არ დაუტოვებია” – განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა გოჩა ჭელიძემ. მისი თქმით, არტიუშ ამბარცუმიანი ჯავახეთში წარსადგენი ერთ–ერთი შესაძლო კანდიდატი იყო.
“არტიუშ ამბარცუმიანი იყო ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი მრავალ კანდიდატს შორის; მას შემდეგ, რაც მოხდა ჩვენი გაერთიანება, ამ პარტიებთან ერთად შედგა რამდენიმე კანდიდატურის განხილვა. შესაძლოა, ამან მას გაუჩინა არასრულფასოვნებისა და არასტაბილურობის განცდა ” – განმარტა გოჩა ჭელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს, არტიუშ ამბარცუმიანმა განაცხადა, რომ პარტია დატოვა და იგი ბურჭულაძის პარტიის სახელით კენჭს აღარ იყრის. ამის მიზეზად, მან ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი მემარჯვენეების ბლოკთან გაერთიანება და პარტიაში არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა.
თიკო კურტანიძე
|