საქართველოს პრემიერ მინისტრი და “ქართული ოცნება – დემოკრატიული-საქართველო“-ს თავმჯდომარე ჯავახეთში მხარდამჭერებს ხვდება.

გიორგი კვირიკაშვილმა ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენძელ მკოიანი ოფიციალურად წარუდგინა.
პრემიერმა ჯავახეთში პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მასთან ერთად, ამომრჩეველთან შეხვედრებზე იმყოფება ვიცე პრემიერი და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძეც.
ამ წუთებში “ქართული ოცნების” ლიდერები ახალქალაქში იმყოფებიან. მათ შეხვედრა უკვე გამართეს ნინოწმინდის მოსახლეობასთან.
ჯავახეთის შემდეგ პრემიერი ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს ესტუმრება, სადაც ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გედევან ფოფხაძეს ოფიციალურად წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ მინისტრმა სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები 7 აგვისტოს ახალციხეში დაასახელა.
თიკო კურტანიძე
|