,,არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ – თემაზე საინფორმაციო სახის შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ახალგაზრდა ამომრჩევლების კითხვებს ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა.
მონაწილეებს, საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციისგან, ძირითადად საკუთარი და კომისიის წევრების უფლება–მოვალეობები აინტერესებდათ.
მონაწილეებს უჩვენეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც კენჭისყრის დღის პროცედურებს ეხებოდა. შეხვედრის მიზანი იმ ახალგაზრდების ინფორმირება იყო, რომლებიც წელს არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებენ.
შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.
|