ქალაქ ახალციხის მერმა გადადგომის თაობაზე განცხადება დღეს, 9 აგვისტოს დაწერა. იგი წინასაარჩევნო კამპანიაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რანგში აქტიურად ჩაერთვება.

ქალაქის მერის განცხადებას გადადგომის თაობაზე, 10 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
“განცხადება დღეს დავწერე. ხვალ საკრებულო განიხილავს. დააკმაყოფილებენ მოთხოვნას, ან არ დააკმაყოფილებენ” – განაცხადა გიორგი კოპაძემ.
ქალაქის მერთან ერთად თანამდებობა დატოვა მისმა პირველმა მოადგილემაც. ზაზა თამარაშვილი დღესვე, ახალციხის ციხის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კოპაძე საქართველოს პრემიერ მინისტრმა 7 აგვისტოს “ქართული ოცნების” ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
თიკო კურტანიძე
|