ახალციხის ცენტრალურ პარკში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იკრიბებიან. აქტივისტების კოლონა უკვე ქალაქშია.
მესხეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა შეკრება 18:00 საათიდან დაიწყეს. ავტომობილების კოლონა ქალაქში დროშებით ბორჯომიდან, ახალქალაქიდან, ნინოწმინდიდან, ასპინძიდან, ადიგენიდან და მუნიციპალიტეტების სოფლებიდან შემოვიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, 7 აგვისტოს “ქართული ოცნების” სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.
|