ახალციხის მერია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქციის გამართვაზე უარს უცხადებს –ამის შესახებ ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მათ მერიას დაგეგმილი აქციის შესახებ ხუთი დღით ადრე შეატყობინეს, თუმცა ქალაქის თვითმმართველობისგან უარი მიიღეს.
ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციის გამართვას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 24 ივლისს, 17:00 საათზე გეგმავს. ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, ახალციხეში, შეჩეულ ადგილზე აქცია მაინც შედგება.
რატომ მიიღო “ნაციონალურმა მოძრაობამ” შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიზე დაგეგმილი აქციის გამართვაზე უარი? – ახალციხის მერიის კომენტარს “მეცხრე არხი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
თიკო კურტანიძე
|