“ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს, 14 ივლისს ჯავახეთში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. გამარჯვების შემთხვევაში ახალქალაქსა და ნინოწმინდას, საქართველოს პარლამენტში არსენ კარაპეტიანი წარადგენს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა წარუდგინა. დავით ბაქრაძემ და პარტიის ახალმა წევრმა ოთარ კახიძემ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. მათ იმ სამოქმედო გეგმაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას ეხება.
ადგილობრივებს მიმართა მიხეილ სააკაშვილმაც, რომელის ვიდეოგზავნილიც მოსახლეობამ ტელეეკრანის საშუალებით იხილა.
არსენ კარაპეტიანი ადგილობრივებს, გამარჯვების შემთხვევაში, ახალქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ამით სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელება დაასრულა. დავით ბაქრაძემ ორი მათგანი რეგიონში 11 ივნისს წარადგინა: ახალციხე–ადიგენში ვაჟა ჩიტაშვილი, ხოლო ასპინძა–ბორჯომსა და ახალქალაქის ნაწილში მაჟორიტარობის კანდიდატად ტარიელ ლონდარიძე დასახელდა.
თიკო კურტანიძე
|