სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში. ადგილობრივ მეწეარმეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, პროექტის დეტალები გააცნეს.
,,სოციალური მეწარმეობა–ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანიც, ქვეყნის მასშტაბით 14 სოციალური საწარმოს შექმნა და დაფინანსებაა. პროექტი არსებული სოციალური საწარმოების ხელშეწყობასა და მათ პოპულარიზაციასაც გულისხმობს.
სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტი, ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის მიზანი სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია, სფეროს განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და პროექტის მონაწილეთა ეკონომიკური გაძლიერებაა.
სამწლიან პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს.