პროექტ ,,მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, სამცხე–ჯავახეთიდან 2 000–ზე მეტი განაცხადი შევიდა. აქედან შემდეგ ეტაპზე, 700 ბენეფიციარი გადავიდა. ისინი ტრენინგების კურსს გადიან, სადაც ბიზნეს გეგმების წერას ისწავლიან და პირველი მაისიდან ბიზნეს გეგმების კონკურსში ჩაერთვებიან. პროექტის ხელმძღვანელების ვარაუდით, მათგან მინიმუმ, 300 მეწარმე დაფინანსდება.
ამჯერად პრიორიტეტი ტურიზმის სფეროა. ამ მიმართულებით, წელს შედარებით მეტი იდეა დარეგისტრირდა. მეწარმეები განსაკუთრებით ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებიდან აქტიურობენ.
არასასოფლო–სამეურნეო მომსახურების ტიპის იდეები 2 000 განაცხადიდან დაახლოებით, 60% შეადგენს, დანარჩენი სასოფლო–სამეურნეო მიმართულების იდეებია.
აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, გასულ წელს, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, 793 პირი დარეგისტრირდა, საიდანაც მეორე ეტაპზე 300–ზე მეტი განაცხადი გადავიდა.