სახელმწიფომ ყველაზე ძვირად ქონება აბასთუმანსა და ქობულეთში გაყიდა
2019 წლის რვა თვეში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, ქონების პრივატიზებით მიღებულმა შემოსავალმა 54,7 მლნ ლარი შეადგინა. იანვარ-აგვისტოში სულ 861 უძრავ-მოძრავი ნივთი გასხვისდა. სახელმწიფომ ყველაზე ძვირად ქონება აბასთუმანსა და ქობულეთში გაყიდა.
ყველაზე მაღალ ფასად - 3 835 000 ლარად გასხვისდა ქობულეთში, აბაშიძის მიმდებარედ არსებული 10 495 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
3 540 000 ლარად კი - ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში მდებარე 16 004 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, მიმდებარედ არსებული 2974.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა და 4 607 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
რვა თვეში, ყველაზე დაბალ ფასად - 450 ლარად გასხვისდა ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერძენაულში არსებული 38 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ასევე, 550 ლარად გაიყიდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორტანეთში მდებარე 30.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც.