ეკონომიკა
2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად 85 მილიონის მიწის ნაკვეთი გაყიდა
2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად ჯამში 85 მილიონ ლარამდე ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაცია 1 ლარად პრივატიზებული სახელმწიფო ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, „ინტერპრესნიუსმა“ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოითხოვა. 

როგორც უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, სააგენტომ სხვადასხვა საპრივატიზებო პირობებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში 1 ლარად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გაასხვისა.

აღსანიშნავია რომ 1 ლარად გასხვისებული ქონების ნაწილის ღირებულების შესახებ სააგენტოში ინფორმაციას არ ფლობენ, რამდენადაც პრივატიზებამდე შეფასება არ მომხდარა.

რაც შეეხება 2019 წელს სიმბოლურ ფასად გაყიდულ სახელმწიფო ქონებას, 2019 წლის 8 აპრილს სს „ნენსკრა ჰიდროს” 1 დოლარად გადაეცა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში 97 კვ.მ. და სოფელ ჭუბერში მდებარე 213 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ჯამური საბაზრო ღირებულება - 6 300 ლარი. ასევე კომპანიას დეკემბერში 10 ერთეული მიწის ნაკვეთი გადაეცა 1 დოლარად, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 5 652 345 ლარია.

15 მაისს შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო“ -ს 1 ლარად გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, მდებარე 43 269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 7 123 400 ლარს შეადგენს.

25 მაისს ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N41-ში არსებული 1001522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცა შპს „ბიგ სერვისი“-ს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, აღნიშნული უძრავი ქონების 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება დაყოფამდე, საორიენტაციოდ შეადგენდა 68.13 ლარს. ანუ ჯამურად 1 ლარად გაყიდული მიწის საბაზრო ღირებულება 68 233 693 ლარია.

2019 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ სხვადასხვა საწარმოს მოწყობის მიზნით 1 ლარად 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებაა ბიზნესისთვის გადაცემული.

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში , ჯამში 2015 წელს 1 ლარად 3 467 056 ლარის ღირებულების ქონებაა გაყიდული, 2016 წელს 9 225 999 ლარის ღირებულების, 2017 წელს 1 476 583 ლარის, ხოლო 2018 წელს - 4 022 168 ლარის.
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 5 °C
img
ასპინძა 12 °C
img
ადიგენი 12 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 13 °C
img
აბასთუმანი 7 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 5 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.4134
RUB
RUB
100
4.1072
TRY
TRY
1
0.4701
USD
USD
1
3.1576
AMD
AMD
1000
6.3104
კალენდარი
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.