ეკონომიკა
3 თვეში ბიუჯეტიდან 58,9 მლნ ლარის სახელფასო დანამატი გაიცა
აუდიტის სამსახურის ანალიტიკური პორტალი, "ბიუჯეტის მონიტორი" ადმინისტრაციულ ხარჯებზე საბიუჯეტო სახსრების მიმართვის შესახებ მიმდინარე წლის 3 თვის მონაცემებს ასაჯაროვებს, საიდანაც ირკვევა, რომ 2020 წლის 3 თვეში ბიუჯეტიდან თანამდებობის პირების სახელფასო დანამატის სახით ბიუჯეტიდან 58,9 მლნ ლარი გაიცა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,5 მლნ ლარით მეტია.გაზრდილია ის საბიუჯეტო სახსრებიც, რაც პრემიებზე მიმართეს. 2020 წლის 3 თვის მონაცემებით, პრემიის სახით ბიუჯეტიდან 1,9 მლნ ლარი დაიხარჯი
მხარჯავი დაწესებულებების განაწილება პრემიის წილის მიხედვით შრომის ანაზღაურებაში:
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - დანამატი-4,162,216 ლ, პრემია- 5,773 ლ
ჯანდაცვის სამინისტრო - დანამატი - 1,210,564 ლ, პრემია- 32,300ლ
თავდაცვის სამინისტრო- დანამატი - 2,618,733 ლ, პრემია -360,575 ლ
შსს- დანამატი - 18,153,739 ლ, პრემია - 654,369 ლ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - დანამატი - 1,940,942 ლ, პრემია - 0 ლ.
ბიუჯეტი პრემია
გააზიარეთ :