ეკონომიკა
გაიაფდა თუ არა საწვავი საქართველოში?
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში საწვავის გაიაფების მხრივ დადებითი ტენდენცია შეინიშნება, საქართველოში ავტოგასამართ სადგურებზე ფასის შემცირება არ შეიმჩნევა, გარკვეული კატეგორიის საწვავის ფასი კვლავ 4 ლარზე მეტია.
გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ფასი დაგხვდებათ სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე:
„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.94 ლარია; „რეგულარი“ – 3.79; სუპერი – 4.05; ევრო-დიზელი კი 4.30 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 4.10 ლარია.
„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 4.22 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 4.43 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.97 და 3.84 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 4.09 ლარი შეადგინა.
„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.95 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.83 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 3.75; ხოლო „სუპერის“ ფასი 4.09 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 4.34 და 4.39 ლარია.
დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ - 3.94 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ - 3.81 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი - 4.28 ლარი ღირს, „სუპერი ecto-ს“ ტიპის საწვავის კი – 4.05 ლარია.
რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 4.25 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” – 4.17 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 3.96 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი - 3.80 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 4.12 ლარი ღირს.
გააზიარეთ :