ახალციხელები ლარის გაუფასურებაზე ჩივიან. ამბობენ, რომ კურსის ცვლილება უარყოფითად აისახება მათ კრედიტებზე, ძვირდება პროდუქტები და მედიკამენტები, რაც ერთობლიობაში ფინანსურ პრობლემებს ქმნის.
მოსახლეობის ნაწილი ლარის გაუფასურებას არჩევნების შემდგომ პერიოდს უკავშირებს. ლარის კურსი მრავალი გარემოების გამო იცვლება, ამ ეტაპზე კი ამ ყველაფერს არჩევნები დაემატა, -ასე აფასებს ეკონომისტი ეროვნული ვალუტის მცირედით გაუფასურებას. სოსო არჩვაძის განმარტებით, არჩევნებმა ლარის კურსთან დაკავშირებით აჟიოტაჟი შექმნა, თუმცა მისი თქმით, მეორე ტურის ჩატარების შემდეგ, მდგომარეობა გამოსწორდება. ამასთან, ლარის კურისის დასტაბილურებისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაიყიდა.
ლარის გაუფასურების მიზეზებს შორის “„საზოგადოება და ბანკების“ წარმომადგენელი სეზონურ ფაქტორს – ტურისტების შემცირებულ რაოდენობას ასახელებს. ამასთანავე, გივი ადეიშვილი თქმით, მოსახლეობის მოლოდინი, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდება, ლარზე ზეწოლას იწვევს. ეკონომისტი არ გამორიცხავს, რომ კურსის შესანარჩუნებლად, ეროვნული ბანკის ჩარევა მომავალში კიდევ გახდეს საჭირო, თუმცა ვალუტის კურსის არსებული ცვლილება მას ეკონომიკისთვის საფრთხისშემცველად არ მაჩნია.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ზამთრის პერიოდში, ლარის არსებული კურსი დოლართან მიმართებაში 2.5-ზე მეტად არ გაიზრდება.
ახალციხის სავალუტო ჯიხურებში კი, დღეს არსებული მდგომარეობით ერთი დოლარის ყიდვა 2,38 ლარად არის შესაძლებელი.