საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღმოსავლეთ საქართვლოს დასავლეთ რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სინოპტიკოსები ამ პერიოდში, ძლიერ ქარს ვარაუდობენ ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზეც.
მათივე ცნობით, ქარი დროგამოშვებით კიდევ უფრო გაძლიერდება, თუმცა საფრთხის დონე საშუალოა.