როგორი იქნება ვალუტის კურსი ხვალ
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8160 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა.
1 000 სომხური დრამი 7.1494-ია, 100 რუსულ რუბლს 2.7138 შეიძენთ, ერთი თურქული ლირას ღირებულება კი,0.0805-ია.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9483 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9551ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0068 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.