ხვალ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურს 11:00 საათიდან
ელექტროენერგია გაეთიშება.
„აწყურის ქვესადგურს, სადაც ჩვენი 3 ფიდერია განთავსებული,
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება“ – განმარტავს „ენერგო–პრო
ჯორჯიას“ ახალციხის მომსახურების ცენტრის მენეჯერი ზურაბ
მამუკაშვილი.
შეზღუდვა შეეხება „ენერგო–პრო ჯორჯიას“ 968 აბონენტს, რომლებსაც
ელექტროენერგიის მიწოდება 14:00 საათიდან აღუდგებათ.
კომპანიის აბონენტებს ელექტრომომარაგება ქვეყნის მასშტაბით
შეეზღუდებათ. ხვალ სულ 17500–ზე მეტი აბონენტი გაითიშება.