სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ნოემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 821 აბონენტს ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ეფრემოვკა, სამება, თოთხამი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე 266 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში სვირი, ბოგა, ტატანისი,
11:00-დან 12:00 საათამდე 1242 აბონენტს ასპინძაში სულხან-საბას, ვარძიის, ბესიკის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში დამალა, ოშორა, ოთა და მიმდებარედ,
12:00-დან 18:30 საათამდე 262 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში ოშორა და ოთა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.