5 დეკემბერი მოხალისეობის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდულ ცენტრში ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.
მათ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში მოხალისეობის კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში ალექსანდერე ბერიძე ესაუბრა. მან ახალგაზრდებს აღნიშNული საქმიანობის არსისა და მუშობის პრინციპების შესახებ უამბო.
შეხვედრა მიზნად საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და შესაბამისი კლუბების ჩამოყალიბებას ისახავდა. მასში სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობის” მონაწილე სკოლები ფერსა, ზიკილია, გურკელი, სვირი და მუსხი ჩერთვნენ.
საინფორმაციო შეხვედრაზე მოხალისეობის მაგალითები განიხილეს, რის შემდეგაც სამოქალაქო კლუბის წევრებს, სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად დავალებები მიეცათ.
|