არასამთავრობო ორგანიზაცია world vision-ის ახალგაზრდული საბჭოს წევრები სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდნენ. მოსწავლეებმა აკაკი მაჭუტაძეს თანატოლები პრობლემები გააცნეს და მათი აღმოფხვრის მიზნით საკუთარი ინიციატივები წარუდგინეს. ამასთან ახალგაზრდებმა, სპორტული შეჯიბრებების გამართვასა და ლაშქრობების მოწყობაში მხარდაჭერა ითხოვეს. მხარის გუბერნატორმა მათ დახმარება აღუთქვა.
ერთობლივი ძალებით, რეგიონში ტურნირების გამართვა 2016 წლის მაისისთვის დაიგეგმა.
ახალგაზრდული საბჭოსა და რეგიონის რწმუნებულის ეს პირველი სამუშაო შეხვედრა იყო. სამი თვის წინ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსწავლეებსა და გუბერნატორს შორის შეხვედრები პერიოდულად შედგებოდა.
|