2015–2016 სასწავლო წელს, სწავლის მსურველი ახალგაზრდებსისთვის სახელმწიფო რამდენიმე ფაკულტეტს დააფინანსებს. სიახლე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება. სამინისტროს 100 %–იანი დაფინანსებით სარგებლობა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეეძლებათ.
ეკონომიკის სპეციალობა ერთ–ერთია, იმ სამ მიმართულებას შორის, რომელზეც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან სწავლა უასო იქნება. დაფინანსებული ადგილების რაოდენობა სულ 120, მათგან 70 ახალციხის, ხოლო 50 ახალქალაქის კორპუსისთვის განისაზღვრა. ეკონომიკის სპეცილობისთვის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტმა სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. სახელმწიფოსგან ახალგაზრდებისათვის მსგავს ხელშეწყობას ფაკულტეტის დეკანი აღნიშნული მიმართულებისადმი აბიტურიენტთა მოთხოვნილების დაბალი მაჩვენებლით ხსნის.
2015–2016 სასწავლო წლებში, 21 სპეციალობის ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს. განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა ქვეყნის 7 უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც შეეხო. სიახლის მიხედვით, აქ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ დაფინანსება: ეკონომიკის, ისტორიისა და ფილოლოგიის სპეციალობებზე მიიღონ. უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ახალციხესა და ახალქალაქში სულ 120 ადგილს აცხადებს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა, სახელმწიფო დაფინანსებას ის აბიტურიენტებიც მიიღებენ, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საზოგადოებრივ კოლეჯებში გეგმავენ. უფასო საფეხურზე, 20 პროფესიულ პროგრამას ახორცილებს ახალციხის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ოპიზარი“. მისი ხელმძღვანელის თქმით, თითოეული კურსის ხანგრძლივობა განსხვავებულია. დაფინანსების გარეშეა მოკლევადიანი გადასამზადებელი კურსები. ამ ეტაპზე, კი კოლეჯი მოდულირებული სწავლებისათვის ემზადება, ვეტერინარის, ფერმერის, ელექტრიკოსის, სტილისტისა და მკერევისთვის პროგრამები უკვე შექმნილია. სწავლებისას სტუდენტის დასპეციალება ერთი მიმართულებით მოხდება.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო ფაკლულტეტებზე სწავლა სტუდენტებს ქვეყნის 8 უნივერსტეტში შეუძლიათ. პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალი კი ასეთია: აგრარული მეცნიერებანი, განათლება, ინჟინერია, საბუნებისმეტყველო, სოციალური, და ჰუმანიტარული მეცნიერებანი, მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები. პროგრამული დაფინანსება2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გაიცემა.
|