,,ეთნიკური უმცირესობების ფორუმი“– ამ სახელწოდებით დღეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეხვედრა გამართეს. მათ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს. ფორუმს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმოამდგენლები დაესწრნენ.
არიან თუ არა ინფორმირებულნი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ, როგორია მათი პასუხისმგებლობა, მოვალეობები და უფლებები – ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც მსჯელობა სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. შეხვედრა, სახელწოდებით ,,ეთნიკური უმცირესობების ფორუმი“, ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით მოეწყო. იგი მიზანად, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის პოლიტიკური პროცესებისა და ევროპა–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას ისახავდა.
,,ეთნიკური უმცირესობების ფორუმზე“, ,,ახალგაზრდა ადვოკატებთან“ ერთად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქვეყნის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმოამდგენლებმაც ისაუბრეს. შეხვედრაზე მათ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შესახებ საკითხები განიხილეს.
,,ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმოამდგენლები მიიჩნევენ, რომ ევროპული არჩევანისა და მისი პოპულარიზაციის მიზნით, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს განსაკუთრებული მისია ეკისრება. სწორედ ამიტომ, მათ მსგავსი ფორუმის ჩატარებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეარჩიეს. ევროპასთან ურთიერეთობისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის შესახებ, საკუთარი ხედვა აქვს უნივერსიტეტის რექტორის.
ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ახალციხეში ეთნიკური უმცირესობების ფორუმის“ პირველი რეგიონული შეხვედრა გამართეს. მთავრი თემების შესახებ, მათ არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმოამდგენლებთან ერთად იმსჯელეს. სამომავლოდ, ისინი შეხვედრის გამართვას მარნეულის მუნიციპალიტეტში გეგმავენ.
|