„ახალგაზრდების თვითმმართველობასთან ურთიერთობა გამართლებულია“-თემაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, დებატები გაიმართა. ერთმანეთს ორი, მტკიცებითი და უარმყოფელი გუნდი შეეჯიბრა. ახალგაზრდებმა საკუთარი არგუმენტებით იმსჯელეს, გამართლებულია თუ არა მოზარდების თვითმმართველობასთან ურთიერთობა.
დებატებში, საბოლოოდ, მტკიცებითი გუნდის წევრებმა გაიმარჯვეს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ახალგაზრდებმა თვითმმართველობასთან აქტიურად უნდა ითანამშრომლონ.
„ვოლდ ვიჟენის“ ხელმძღვანელის განმარტებით, შემაჯამებელ ღონისძიებაზე, მონაწილეებმა, მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს.
ღონისძიებას მხარის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დაესწრნენ.
დებატებს „ვოლდ ვიჟენი“, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან ერთად ახორციელებს, სადაც სამცხე-ჯავახეთის ორი მუნიციპალიტეტის – ახალციხისა და ადიგენის სამი სკოლაა ჩართული.
პროექტის ხელმძღვანელების განმარტებით, მომავალი წლისთვის, მსგავსი დებატების გამართვა, რეგიონის სხვა სკოლებშიც იგეგმება.
|