ახალციხის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის ახალმა დაწესბულებამ ფუნქციონირება ვალის მეორე შახტაში დაიწყო. ბაგა-ბაღი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და “World Vision”–ის თანადაფინასებით აშენდა. დღეს, 11 ივნისს ბაღის გახსნას რეგიონის გუბერნატორი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წასრმომადგენლები დაესწრნენ.
სათამაშო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილი და ბავშვებისთვის გასართობი მოედანი – ვალის მეორე შახტის დასახლებაში მცხოვრებ პატარებს შეუძლიათ ხვალიდან ახალ ბაღში იარონ. დასახლებაში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვა.
ვალის მეორე შახტაში ბაღის გახსნას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. World Vision საქართველოს პროგრამების დირექტორი განმარტავს, რომ ისინი რეგიონში ბაღების მშენებლობისა და კეთილმოწყობის პროექტებს მომავალშიც გააგრძელებენ.
ვალის მეორე შახტის საბავშო ბაღმა ფუნქციონირება დღეიდან დაიწყო. თემის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ბაღში 32 აღსაზრდელია დარეგისტრირებული და ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ჯგუფი შეიქმნება. დაწესებულებაში 7 ადგილობრივია დასაქმებული. ლელა ოქრომელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბავშვების რაოდენობა გაიზრდება და მეორე ჯგუფი დაემატება, ბაღში შტატებიც გაიზრდება
ვალის მეორე შახტაში ბაღის მშენებლობაზე სულ 67 ათასი ლარი დაიხარჯა, აქედან 34 ათას ლარზე მეტი ა/ო ვოლდ ვიჟენ საქართველომ გამოყო, ხოლო დანარჩენი თანხაახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო. ახალციხის თემის მასშტაბით სულ ცხრა საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადც 450 აღსაზრდელია რეგისტრირებული. ბოლო პერიოდში რეაბილიტაცია აწყურის, აგარის, მუსხისა და სხვლილისის ბაღებს ჩუტარდა.
|