ბუნების თემატიკაზე შესრულებული ნახატები, პლასტელინით გამოძერწილი ხილი და ქაღალდის ყვავილები–დღეს ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლაში შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ღონისძიება პროექტის „ჩვენ ერთად შევძლებთ“ ფარგლებში, მეექვსე საჯარო სკოლის კლუბმა „ალფამ“ განახორციელა. ორგანიზატორების თქმით, გამოფენის მიზანს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმოადგენს.
ღონისძიების დასასრულს, მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების შეფასება მოხდა. მათ ორგანიზატორებმა საჩუქრად საკანცელარიო ნივთები გადასცეს.
პროექტის „ჩვენ ერთად შევძლებთ“ ფარგლებში გამოფენის გარდა, დაგეგმილია, ასევე, რაბათის ტყის დასუფთავებაც, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision –ი მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.
|