შსს-ს აკადემიას ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების
საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ეწვივნენ.
შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა. ახალგაზრდებს აკადემიის
პრორექტორმა ფრიდონ დიასამიძემ უმასპინძლა. დამამთავრებელი კლასის
მოსწავლეები შსს-ს აკადემიაში მიღების წესებს და პროცედურებს გაეცნენ
და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაზე აკადემიის პრორექტორმა აკადემიაში არსებულ სწავლების
მეთოდოლოგიის შესახებ, პოლიციის უწყებებში კადრების მიღების
პროცედურებზე ისაუბრა. ასევე, მოხდა იმ საბაკალავრო პროგრამის
პრეზენტაცია, რომელიც აკადემიაში წელს პირველად განხორციელდება.
შეხვედრის დასასრულს აბიტურიენტებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური
მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული
სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები
დაათვალიერეს. ახალგაზრდები სასწავლო პროგრამებით დაინტერესდნენ და
შსს-ს აკადემიაში სწავლის გაგრძელებისა და პოლიციის სტრუქტურაში
დასაქმების სურვილი გამოთქვეს.
შსს-ს აკადემიას ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების
საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ეწვივნენ.
შეხვედრა მოსწავლეების ინიციატივით გაიმართა. ახალგაზრდებს აკადემიის
პრორექტორმა ფრიდონ დიასამიძემ უმასპინძლა.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები შსს-ს აკადემიაში მიღების
წესებს და პროცედურებს გაეცნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე
ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრაზე აკადემიის პრორექტორმა აკადემიაში არსებულ სწავლების
მეთოდოლოგიის შესახებ, პოლიციის უწყებებში კადრების მიღების
პროცედურებზე ისაუბრა. ასევე, მოხდა იმ საბაკალავრო პროგრამის
პრეზენტაცია, რომელიც აკადემიაში წელს პირველად
განხორციელდება.
შეხვედრის დასასრულს
აბიტურიენტებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები,
იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები
პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს.
ახალგაზრდები სასწავლო
პროგრამებით დაინტერესდნენ და შსს-ს აკადემიაში სწავლის გაგრძელებისა
და პოლიციის სტრუქტურაში დასაქმების სურვილი გამოთქვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.