სოფელ სვირში სასმელიწყლის მიუწვდომლობა და წყალის
ხარისხის დაბალი მაჩვენებელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმოძრაობა,
თემში ინტერნეტის უქონლობა, ნაგავსაყრელებისა და ბიბლიოთეკის არ
არსებობა- ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლეთა
შესახებაც ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში,
სამოქალაქო კლუბ „ფესვების“ წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს.
აღნიშნული პრობლემები, ,,ფესვების“ ლიდერებმა სამოქალაქო განათლების
პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში „თემის საჭიროების კვლევის“
შედეგად გამოავლინეს. გარდა კვლევის შედეგებისა, ლალი და თიკო
უჩიძეებმა აუდიტორიას მცირე გრანტებით მიღებული პროექტის საქმიანობა
და სამომავლო გეგმებიც გააცნეს. შეხვედრას სვირის საჯარო სკოლაში,
ამავე სოფლის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, თეიმურაზ უჩიძე და ახალციხის
ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი თქმით,
თითოეულ პრობლემაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ისაუბრებენ და
საკითხების მოსაგვარებლად კონკრეტულ ღონიძიებებს გაატარებენ.
სოფელ
სვირში სასმელიწყლის მიუწვდომლობა და წყალის ხარისხის დაბალი
მაჩვენებელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმოძრაობა, თემში ინტერნეტის
უქონლობა, ნაგავსაყრელებისა და ბიბლიოთეკის არ არსებობა- ეს იმ
პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლეთა შესახებაც ახალციხის
მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო კლუბ
„ფესვების“ წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს. აღნიშნული
პრობლემები, ,,ფესვების“ ლიდერებმა სამოქალაქო განათლების პროგრამა
„მომავლის თაობის“ ფარგლებში „თემის საჭიროების კვლევის“ შედეგად
გამოავლინეს. გარდა კვლევის შედეგებისა, ლალი და თიკო უჩიძეებმა
აუდიტორიას მცირე გრანტებით მიღებული პროექტის საქმიანობა და
სამომავლო გეგმებიც გააცნეს.
შეხვედრას სვირის საჯარო სკოლაში, ამავე სოფლის თემის მაჟორიტარი
დეპუტატი, თეიმურაზ უჩიძე და ახალციხის ადგილობრივი თითმმართველობის
წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი თქმით, თითოეულ პრობლემაზე
გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ისაუბრებენ და საკითხების
მოსაგვარებლად კონკრეტულ ღონიძიებებს გაატარებენ.
