ახალციხეში „ინგლისული ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამის“ მეორე გამოშვების საზეიმო დახურვა მოეწყო. „დემოკრატ–მესხთა კავშირის“ საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე პროექტში ჩართული მონაწილეები საზოგადოებას მიესალმნენ და მათ ორი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო–კოლაჟი უჩვენეს.
დღესვე კურსადამთავრებულებს პროგრამაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები და ინგლისური ენის წიგნები გადაეცათ.
„ექს ეს პროგრამა“ ახალციხეში მეოთხე წელია ხორციელდება, მის ფარგლებში ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი ამ დრომდე 50 ახალგაზრდამ გაიარა.
„ინგლისული ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ „PH international“-ი ამერიკის საელჩოს დააფინანსებით ახორციელებს. მის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები ინგლისურ ენას უფასოდ ეუფლებიან.
„ექს ეს პროგრამა“ საქართველოს 10 რეგიონში 4 წელზე მეტია ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით, მასში 250 ბავშვია ჩართული. მათ ასაკობრივ კატეგორიას 13–და 16 წლამდე მოზარდები შეადგენენ.
|