ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკა ერთადერთი წყაროა, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა წიგნები გამოიწერონ ან იქვე დაკავდნენ კითხვით.
,,ბიბლიოთეკაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობამ მეტი ინტერესი გამოიჩინოს წიგნის მიმართ“ – ამბობს საბავშვო ბიბლიოთეკის წამყვანი სპეციალისტი. მისი თქმით სისტემატური მკითხველი ჰყავთ, თუმცა ახალი სახეებიც ჩნდებიან. ყველაზე მოთხოვნადი ჟანრი, რომელსაც მკითხველი კითხულობს პოეზია და სათავგადასავლო ხასიათის ნაწარმოებებია.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ სტუდენტების გარკვეული ნაწილი წიგნებს აქტიურად კითხულობს. სასწავლებლის ასოცირებული პროფესორის თქმით, კომპიუტერის ეპოქაში რთულია ახალგაზრდებს წიგნი შეაყვარო. თუმცა ქეთევან სალაღაია ამბობს, რომ უნივერსიტეტი ამ ფაქტორს გარკვეულწილად ხელს უწყობს, რადგან აქ საზღვარგარეთის ლიტერატურა ისწავლება. თუმცა, პროფესორის სურვილია არჩევითის ნაცვლად იგი სავალდებულო საგნად იკითხებოდეს.
წიგნი თუ კომპიუტერი – ბოლო პერიოდში ეს კითხვა საზოგადოებაში აქტუალური გახდა. იკვეთება ტენდენცია, რომ ახალგაზრდები დღითიდღე ინტერნეტზე დამოკიდებულები ხდებიან. ცდილობენ, მათთვის საინტერესო საკითხები ინტერნეტსივრცეში მოიძიონ. კვლევების მიხედვით თანამედროვე ტექნოლოგიებმა წიგნზე მოთხოვნილება შეამცირა. რამდენად ჩაანაცვლა კომპიუტერმა წიგნი – ამასთან დაკავშირებით ახალციხელი ახალგაზრდების აზრი განსხვავებულია.
ახალგაზრდების დაინტერესება და წიგნისადმი დამოკიდებულების დონის ამაღლება არამარტო ჩვენი ქალაქის, არამედ ქვეყნის პრობლემაა – განათლების სფეროს წარმომადგენლები.
|