განათლება
სამცხე-ჯავახეთის სკოლებში ვაკანსიები გამოცხადდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იმ ვაკანსიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელზე საჯარო და კერძო სკოლებს კონკურსი აქვთ გამოცხადებული.
მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის სკოლებში, ამ დროისთვის 11 ვაკანსია გამოცხადდა. აქედან, რეგიონის სკოლები სპეციალური 5 მასწავლებელს,
მასწავლებელი/ მაძიებელი - 4, სპეციალური მასწავლებელი - 4, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი - 1, ბიბლიოთეკარი - 1, დამლაგებელი -1.
სკოლებში ვაკანსია სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ოთხშია გამოცხადებული.
ახალციხე
აწყურის საჯარო სკოლა - დამლაგებელი
ასპინძა
ოშორის საჯარო სკოლა - ისტორიის მასწავლებელი
ბორჯომი
ბაკურიანი - სპეციალური მასწავლებელი
ბაკურიანი - ბიბილიოთეკარი
ახალქალაქი
ბარალეთის #1 საჯარო სკოლა - სპეციალური მასწავლებელი
სულდის საჯარო სკოლა - სპეციალური მასწავლებელი
კორხის საჯარო სკოლა - სპეციალური მასწავლებელი
ლომატურცხის საჯარო სკოლა - ინგლისურის მასწავლებელი
მაჭატიის საჯარო სკოლა - მათემატიკის მასწავლებელი
პატარა სამსარის საჯარო სკოლა - მათემატიკის მასწავლებელი
რა მოთხოვნები აქვთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და რა პირობებით სურთ კადრების აყვანა - დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
გააზიარეთ :