დონორების დახმარებით ბოლო 5 წელში 29 სკოლისა და ბაღის მშენებლობა დასრულდა
საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხარდაჭერით 2020-2024 წლებში ქვეყნის მასშტაბით 9 სკოლისა და 20 საბავშვო ბაღის მშენებლობა ან/და რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტების ფინანსური მხარდამჭერი იყო ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაცია (NEFCO) და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB).
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში დონორების მიერ სკოლების რეაბილიტაციისთვის გაიცა 50 943 433 ლარის სესხი, ხოლო ბაღებისთვის 75 200 355 ლარი. გამოდის რომ, ჯამში 30 პროექტში დახარჯულია 125 მილიონ ლარზე მეტი.
აღნიშნულ პერიოდში, დონორების დაფინანსებით ახალციხეში აშენდა საბავშვო ბაღი, რაშიც 2 674 163 ლარი დაიხარჯა.
უფრო კონკრეტულად, 2020-2024 წლებში დონორების დახმარებით შემდეგი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა:
CEB - თბილისში N181 საჯარო სკოლა - 5 331 328 ლარი;
CEB - თბილისის 114-ე საჯარო სკოლა - 10 915 072 ლარი;
CEB - თბილისში N169 საჯარო სკოლა - 5 312 656 ლარი;
CEB - თბილისში N43 საჯარო სკოლა - 6 664 665 ლარი;
CEB - თბილისში N36 საჯარო სკოლია - 3 346 039 ლარი;
CEB - თბილისში N123 საჯარო სკოლა - 6 438 192 ლარი;
CEB - თბილისში N85 საჯარო სკოლა - 7 872 380 ლარი;
NEFCO - ქ. თბილისში #82 და #107 საჯარო სკოლები - 3 084 588 ლარი;
NEFCO - ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ლაგოდეხის #3 საჯარო სკოლის მშენებლობა - 1 978 513 ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე პერიოდში დონორების ფინანსური დახმარებით, შემდეგი საბავშვო ბაღები აშენდა:
სოფ. აგარაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 5 592 867 ლარი (ADB);
სოფ. ჭაბუკიანში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 4 414 861 ლარი (ADB);
სოფ. ვარდისუბანში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 3 463 675 ლარი (ADB);
სოფ. კურდღელაურში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 3 414 236 ლარი (ADB);
ქ. ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა- 3 118 100 ლარი (ADB);
სოფ. ჭითაწყაროში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 3 752 195 ლარი (ADB);
სოფ. დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა - 3 661 619 ლარი (ADB);
სოფ. შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 3 439 641 ლარი (ADB);
სოფ. რუხში100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 4 669 341 ლარი (ADB);
სოფ. ბანძაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა– 4 504 347 ლარი (ADB);
სოფ. დიდიჭყონში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა – 4 580 081 ლარი (ADB);
ქ. ფოთში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 4 025 451 ლარი (ADB);
სოფ. ხაჯალიაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა - 4 585 830 ლარი (ADB);
სოფ. სუფსაში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 4 264 283 ლარი (ADB);
სოფ. ფარცხისში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 3 598 197 ლარი (ADB);
სოფ. წინწყაროში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა- 3 521 160 ლარი (ADB);
ქ. ახალციხეში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 2 674 163 ლარი (EIB);
სოფ. მეჯვრისხევის 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 2 686 687 ლარი (EIB);
სოფელ მეღვრეკისი-ერგნეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 2 684 353 ლარი (EIB);
ქ. გორში, მოსკოვის ქ. მიმდებარედ 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა - 2 549 268 ლარი (EIB).