რვა ივნისიდან გახსნას, საქართველოში კვების ობიექტების მესამედი შეძლებს - ასეთი პროგნოზი აქვთ რესტორატორთა ასოციაციაში. პრეზიდენტის თქმით, სარესტორნო ბიზნესის მთავარი პრობლემა, ძირიტადი მომხმარებლის, ანუ ტურისტების გარეშე დარჩენილი სფეროა. კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ საბანკო შეღავათების გარეშე, ობიექტის მეპატრონეები გაკოტრების რისკის წინაშე აღმოჩნდებიან. ამასთან, გახსნის მიუხედავად, სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი, სამსახურის გარეშე დარჩება.