24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გამოუვლენელი რჩება ტუბერკულოზის სამ მილიონამდე შემთხვევა.
საქართველოში ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა უფასოა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ლაბორატორიაში ამბობენ, რომ რეგიონში 2015 წელს ტუბერკულოზის 233 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 15 რეგიონის მოსახლეობაა, დანარჩენი აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს პაციენტები. 2016 წელს დაავადების 18 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათ შორისაა ტუბსაავადმყოფოს პაციენტებიც.
ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს ყოველწლიურად, 24 მარტს აღნიშნავენ. 1882 წლის სწორედ ამ დღეს, რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა.