აწყურში 34 წლის მამაკაცი ინფექციური დაავადებით გარდაიცვალა. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცს ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს, რომელმაც მედიკოსებს დაგვიანებით მიმართა. გართულებული ფორმებით პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მეორედ მოათავსეს. შემდეგ კი მდგომარეობის გართულების გამო, იგი თბილისში გადაიყვანეს. მედიკოსებმა ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ორმხრივი პნევონია საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს ფილტვების ანთება. მედიკოსების რჩევით, პირველივე ნიშნების დროს, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად უნდა მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა რთულდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი.