ჯანდაცვა
ბუნებრივი აირით მოწამლული ოჯახის 5 წევრი ახალციხის კლინიკიდან გაწერეს
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ბუნებრივი აირით მოწამლული ხუთი ადამიანი კლინიკიდან გაწერეს. რეფერალურ ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„კლინიკიდან გავწერეთ, მათი მდგომარეობა სტაბილურია“- განუცხადა "მეცხრე არხს"კლინიკის მენეჯერმა რევაზ კუჭუხიძემ.
პაციენტები სამედიცინო დაწესებულებიდან 11 იანვარს გაეწერნენ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა, 9 იანვარს რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ერთი ოჯახის ხუთი წევრი, უგონო მდგომარეობაში, მეზობლებმა სახლში იპოვეს. მათ შორის იყო მცირეწლოვანი ბავშვიც. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით ისინი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოელექტრო, გაზის ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
გააზიარეთ :