საქართველოს მოსახლეობის 31% ორი დოზით აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 31 პროცენტი ორჯერ არის აცრილი.
ცენტრის ინფორმაციით:
13 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 889 200 აცრა;
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 004 298 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %;
სრულად ვაქცინირებულია 884 902 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.0%;
12 ოქტომბერს აიცრა 6 837 ადამიანი.