ჯანდაცვა
კოვიდ19 და ბრუქსიზმი - სტომატოლოგები პანდემიის შედეგებს აფასებენ
სტომატოლოგები პანდემიის დაწყების შემდეგ კბილების კრაჭუნის შემთხვევათა ზრდის შესახებ იუწყებიან.
კბილების კრაჭუნმა, რაც ბრუქსიზმის სახელით არის ცნობილი, შეიძლება გამოიწვიოს კბილებისა და ღრძილების ტკივილი, ზოგჯერ კი ყბის სახსრებისა და კუნთების ტკივილიც.
ასე გამოწვეული ტკივილი შეიძლება საზიანო იყოს და მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
პორტალ The Conversation-ში გამოქვეყნებულ წერილში, სიდნეის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის მიმართულების მკვლევრები დეტალურად გვიხსნიან, რა უნდა ვიცოდეთ კბილების კრაჭუნის შესახებ.
უჭერთ თუ არა კბილებს ახლა?
ჩვენი ზედა და ქვედა კბილები ერთმანეთს მხოლოდ მაშინ ედება, როცა ჩვენ ეს გვჭირდება - საკვების მოკბეჩისა და ღეჭვისას.
ბუნებრივად, დღის მხოლოდ მცირე ნაწილს ვატარებთ ღეჭვაში, როდესაც ჩვენი ზედა და ქვედა კბილები ერთმანეთს ეხება.
თუ ჩვენ იმაზე მეტად ვუსვამთ კბილებს ერთმანეთს, ვიდრე ამას ბუნება მოითხოვს, დროთა განმავლობაში ისინი ცვდება, ყბის კუნთები კი იღლება და იჭიმება.
ყბის სახსრები, რომლებიც ქვედა ყბას თავის ქალაზე ამაგრებს, შეიცავს დისკოს, რომელიც მას ყბის სახსრების მოძრაობის კონტროლში ეხმარება.
ეს დისკო შეიძლება გამრუდდეს ან იღრძოს, რაც იწვევს კაკუნს, ფუნქციის შემცირებას და ტკივილს.
რატომ ვაკრაჭუნებთ კბილებს?
სტრესი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
წერილის ერთ-ერთი ავტორი, სიდნეის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ალექსანდერ ჰოლდენი ამბობს, რომ როდესაც მასთან მიდიან პაციენტები, რომლებიც ყბის სახსრებისა და მიმდებარე კუნთების ტკივილს უჩივიან ან აღენიშნებათ კბილების კრაჭუნის ან ცვეთის აშკარა ნიშნები, პირველ რიგში სტრესის შესახებ უსვამს კითხვას.
„არა, სტრესი საერთოდ არ მაქვს“, — პასუხი ხშირად ასეთია, მაგრამ როდესაც სხდებიან და მათ ცხოვრებაში მიმდინარე ამბებზე იწყებენ საუბარს, სტრესის წყარო მალევე აშკარა ხდება.
ახალი სამსახურის დაწყება, ოჯახური პრობლემები ან ცხოვრებისეულ ცვლილებებთან გამკლავება — ის ზოგადი ფაქტორებია, რომლებიც ხშირად იმაზე მეტად გვსტრესავს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ყოველთვის ადვილი არ არის იმის გაანალიზება, რომ ჩვენ ცუდი პერიოდი გვიდგას.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
პირველი ნაბიჯი უნდა იყოს იმის ცოდნა, უჭერთ ან აკრაჭუნებთ თუ არა კბილებს და გახადეთ ეს ხშირად ქვეცნობიერი ქცევა კონტროლირებადი.
სტომატოლოგებს შეუძლიათ შეამოწმონ ყბის სახსრებისა და კუნთების ჯანმრთელობის სტატუსი.
ასეთ შემოწმებას შეუძლია გამოავლინოს კბილების კრაჭუნისა და ყბის მოჭერის ნიშნები, რაც შეიძლება იყოს დაბზარული კბილები და ბჟენები, გაცვეთილი გვირგვინები ან კბილის წვეტები, მოშვებული ყბის კუნთები. ასევე ხშირია კუნთების მოშვება თავისა და კისრის გარშემო.
ღამით დაძინების არარეგულარულ დროს დრამატული გავლენა აქვს განწყობასა და დეპრესიაზე. სტრესის მენეჯმენტი და ფსიქოთერაპია შეიძლება მკურნალობის მულტიდისციპლინური მიდგომის მნიშვნელოვანი კომპონენტები იყოს.
თუ კბილებს ძილში აკრაჭუნებთ (ჰკითხეთ ოჯახის წევრებს), შეიძლება გაგეღვიძოთ კბილების, ყბის სახსრების ან თავისა და კისრის კუნთების ტკივილით. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ, თქვენს სტომატოლოგს კბილებზე მოსარგები, კრაჭუნის საწინააღმდეგო დამცავი სთხოვოთ. ის თქვენს კბილებსა და ყბებს ძილის დროს დაიცავს.
მათ, ვისაც მოჭერისა და კრაჭუნის გამო ყბების ტკივილი აწუხებს, თავი უნდა აარიდონ საღეჭი რეზინის დიდხანს ღეჭვას. უშაქრო საღეჭი რეზინი კბილების დაშლის რისკს ამცირებს, მაგრამ მათ შემთხვევაში, ვინც კბილებს აკრაჭუნებს, შეიძლება ყბის ტკივილი გამოიწვიოს.
მიზეზის დადგენა, სიმპტომების მართვა
საჭიროა, რომ დღის ბოლოს პაციენტებმა გამოავლინონ სტრესფაქტორები, რაც შეიძლება გამომწვევი მიზეზი იყოს.
მრავალი ადამიანისთვის, კბილების კრაჭუნი კლინიკურია და პერიოდულად ქრება მას შემდეგ, რაც მოხდება მათი სტრესის გამოვლენა და სათანადოდ მართვა.
ზოგისთვის კი შეიძლება ასე მარტივი არ იყოს.
სწორედ ამ შემთხვევაშია საჭირო სტომატოლოგის ჩარევა და დახმარების აღმოჩენა.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.
გააზიარეთ :