4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
4 თებერვალს სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. კიბოს, სიკვდილის მიზეზების მიხედვით, მსოფლიოში წამყვანი ადგილი უკავია.
სიმსივნური დაავადებების, როგორც კაცობრიობის უდიდესი გამოწვევის მიმართ მეტი ყურადღების მისაპყრობად, ეს დღე კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კავშირმა დააწესა.
ადამიანის კიბოთი დაავადებას იწვევს ორგანიზმში უჯრედების არაკონტროლირებადი და უწესრიგო გაყოფა, რაც დღემდე ამოუხსნელი ფენომენია. სხეული უამრავი სახეობის უჯრედისგან შედგება, რომლებიც ჩვეულებრივ, იზრდება, იყოფა და ახალ უჯრედებს წარმოშობს, როდესაც ეს ორგანიზმს ესაჭიროება.
კიბოს წარმოშობას ადგილი აქვს, თუკი უჯრედებში გრძელდება გაყოფის პროცესი მაშინ, როცა სხეულს ეს დამატებითი უჯრედები არ სჭირდება. ზედმეტმა უჯრედებმა შესაძლოა, წარმოქმნას სიმსივნე - კიბო — ეს არის ზოგადი დასახელება 100-ზე მეტი დაავადებისა, რომელსაც სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეუძლია განვითარება.