ჯანდაცვა
ნინოწმინდაში სომხური ქადის ფესტივალი გაიმართა
ნინოწმინდაში სომხური ქადის ფესტივალი მოეწყო, რომელიც ყოველწლიურად, დიდი მარხვის 24-ე დღეს იმართება. სომხური ხალხური ტრადიციების მიხედვით, დიასახლისები ამ დღეს სამარხვო ქადას ამზადებენ.
ფესტივალი ნინოწმინდის წმინდა სარგისის სახელობის ტაძარში ჩატარდა. დღესასწაული ლოცვითა და საეკლესიო მსახურებით დაიწყო. შემდეგ კი მამა არმაშ პოღოსიანმა ქადა აკურთხა, რომლითაც ფესტივალის სტუმრებს გაუმასპინძლდნენ.
დღესასწაული ღონისძიებით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს.
ფესტივალში გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ.
nor.ge
გააზიარეთ :