ჯანდაცვა
სულდაში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 7 წლის გოგონა ამჟამად მკურნალობას თბილისში, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ აგრძელებს. მას პირველადი დახმარება და გამოკვლევები ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ დაშავებულს შინაგანი ორგანოები არ აქვს დაზიანებული. პაციენტს თავის არეში მცირე ზომის ჰემატომა აქვს, რომელიც ქირურგიულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს.
შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, სოფელ სულდას ცენტრში სატვირთო ავტომობილი 7 წლის გოგონას დაეჯახა. შემთხვევის შემდეგ სულდის მოსახლეობამ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟების მოთხოვნით გზა გადაკეტა.
წყარო: JNEWS
გააზიარეთ :