ჯანდაცვა
ამბარცუმ ბაბოიანი ისევ რენიმაციულ განყოფილებაში რჩება
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბარცუმ ბაბოინი მკურნალობის კურსს ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. როგორც დეპუტატმა "მე-9 არხს" განუცხადა, მდგომარეობა სტაბილურია. იგი თბილისის დამწვრობის ცენტრში იყოფება.
ამბარცუმ ბაბოიანი საკუთარ სახლში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავდა. იგი ცეცხლმოდებულ შენობაში მეუღლისა და შვილის გამოსაყვანად შევიდა. ბაბოიანს დამწვრობა ტანზე, ზედა კიდურებსა და სახეზე აღენიშნება.
ხანძარი ახალციხეში, ბარათაშვილის ქუჩაზე 10 ივნისს დაახლოებით 11:20 საათზე მოხდა. დამწვარია დეპუტატის კუთვნილი ორსართულიანი სახლი.
გააზიარეთ :