სვირი, ბოგა, მინაძე, ღრელი, ხეოთი, ადრიაწმინდა – ეს იმ სოფლების არასრული ჩამონათვალია, სადაც უბნის ექიმები საერთოდ არ მიდიან, ან პაციენტებს რამდენიმე კვირაში ერთხელ ხვდებიან. აღნიშულთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველი პირები მედიკოსებს შეხვდნენ.
უბნის ექიმებმა სოფლებში იშვიათად გასვლის მიზეზად გადაადგილების პრობლემა დაასახელეს. მათი თქმით, ერთი მედიკოსი 3 ან 4 სოფელზეა პასუხისმგებელი, დასახლებები კი ერთმანეთისგან საკამაოდ დაშორებულია.
აღნიშნულ საკითხზე გამგეობის წევრებმა მედიკოსებისგან კონკრეტული განრიგი მოითხოვეს და დაპირდნენ რომ გადაადგილების პრობლემას თავად მოაგვარებენ.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო აბულატორიებსა და ინვენტარს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა მელიქიძის განმარტებით, რამდენიმე სოფლში, სადაც სამედიცინო პუნქტები არ არის, მშენებლობები მომავალი წლიდან დაიწყება. მისივე თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც დასახლებაში ამბულატორია არსებობს, თუმცა, ექიმი პაციენტებს საკუთარ საცხოვრებელ სახლში იღებს. აღნიშნულის თაობაზე ექიმები ირწმუნებიან, რომ შენობებში გათბობის, ელექტროენერგიისა და საჭირო ინვენტარის პრობლემაა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 17 ექიმი და 28 ექთანი ემსახურება