ბორჯომში მწვავე ვირუსული დაავადების
ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევა დაფიქსირდა.ტელეკომპანია “ბორჯომის”
ინფორმაციით, სოფელ დვირში ამ დროისთვის ორი ადამიანია
დაინფიცირებული, ორივე მათგანი სამკურნალოდ თბილისშია გადაყვანილი.
ინფექცია საქონლის ტკიპის ნაკბენით გავრცელდა. ბორჯომის
მუნიციპალიტეტში აღნიშნული ვირუსით დაავადების ერთი შემთხვევა გასულ
წელს, სოფელ ჭობისხევშიც დაფიქსირდა. სპეციალისტები განმარტებით
ყირიმ–კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექცია, რომელიც
ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება, შინაგანი ორგანოების
სისხლდენას იწვევს და ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ
ექვემდებარება. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება
სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში. ვირუსული
ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან.
ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის
ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ ადამიანს. პირველად ვირუსი ყირიმში
აღმოაჩინეს გასული საუკუნის 40-იან წლებში და მას ყირიმის ცხელება
უწოდეს. მოგვიანებით დაავადებამ კონგოში იჩინა თავი და საბოლოოდ
ყირიმ-კონგოს ცხელებით გახდა ცნობილი.