დალი ხრიკაძე დახმარებას ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივ
ხელისუფლებას სთხოვს. აწყურში მცხოვრებ ლაბაძეების ოჯახს, სოციალურად
დაუცველის სტატუსი, რამდენიმე თვის წინ მოეხსნა. სამსულიანი ოჯახის ორ
წევრს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მათი შემოსავალი მამა–შვილის
პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსია – 260 ლარია, რომელიც
ძირითადად მედიკამენტებს ხმარდება. იური ლაბაძეს ხუთი წელია ორივე
თირკმელი გაჩერებული აქვს და იძულებულია, ყოველ ოთხ საათში ერთხელ,
დიალეზი სახლში გაიკეთოს.