22 აგვისტოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში
მოსახლეობის უფასო, მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია
გაიმართება. პროფილაქტიკური გამოკვლევებს შპს „ახალციხის კლინიკა
იმედის“ექიმები ჩაატარებენ. აქციის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში
მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ შემდეგი დარგის
ექიმი-სპეციალისტები: პულმონოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი,
ოტოლარინგოლოგი, კარდიოლოგი, რადიოლოგი-ექოსკოპისტი, უროლოგი,
ქირურგი, ბავშვთა ქირურგი და პედიატრი. სამედიცინო აქციის
მიმდინარეობას და მოსახლების საჭიროებებს ადგილზე გაეცნობიან
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და
რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, სამხარეო
ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
აქცია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის
დეპარტამენტის ინიციატივით და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო
ადმინისტრაციისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი
ორგანიზებით ტარდება. უფასო სამედიცინო აქციას სისტემური
ხასიათი აქვს და ყველა რეგიონს მოიცავს.