სომხური ესტრადის ვარსკვლავები სამცხე-ჯავახეთში კონცერტებს გამართავენ
ცნობილი სომეხი მომღერლები სამცხე-ჯავახეთში საკონცერტო ტურნესთვის ემზადებიან.
წინასაახალწლო კონცერტი ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ახალციხეში გაიმართება.
მავრ მკტიჩიანი, გურგენ დაბაღიანი, გევორგ მარტიროსიანი და სევაკ ამროიანი 8 დეკემბერს ნინოწმინდის კულტურის სახლში, 9 დეკემბერს ახალციხის თეატრში, 10 დეკემბერს კი ახალქალაქის კულტურის სახლში გაიმართება.
საახალოწლო კონცერტს თაგუჰი ღაზარიანი წაიყვანს.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.