ქუჩის მხატვრობა, იგივე სტრიტ-არტი ხელოვანებისთვის თვითგამოხატვის კარგ საშუალებად ითვლება და ყველაზე ხშირად პოლიტიკური ან სოციალური მესიჯების მატარებელია.
15 წლის ელენე თარხნიშვილისთვის ხატვას შვება მოაქვს.
,,საკუთარ თავთან მარტო ვრჩები და ვცდილობ სათქმელი ბოლომდე დავიტანო ფურცელზე. 14 წლისამ პირველად მოვხატე კედელი. კარგად მახსოვს ქვეითთა გადასასვლელი, რომელიც ორიგინალური გამოგვივიდა“-ამბობს ელენე.
მისთვის ქუჩის მხატვრობას ორმაგი დატვირთა აქვს, ზრუნვა ქალაქის თანამედროვე ირსახეზე და საჭირო ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე.
ახალციხეში, მეხუთე საჯარო სკოლის კედელი სამხატვრო სკოლის გუნდის მიერ არის მოხატული. სტენსილები თითქმის ყველგანაა - შენობის კედლებზე, გარეუბნებსა და სახლის ეზოებში. სტენსილს კონკრეტული ავტორი ჰყავს, რომელიც საზოგადოებას კონკრეტულ მესიჯს უგზავნის. სამხატვრო სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ სკოლა ქუჩის ხელოვნებას პერიოდულად, მხოლოდ სხვისი პროექტების დახმარებით ეზიარება.
,,ჩვენ საკმარისი რაოდენობის თანხა არ გავქვს, რომ საღებავები შევიძინოთ. არასამთავროებოების პროექტებითა და მერიის კულტურის სამსახურის დახმარებით ვცდილობთ ქალაქის გალამაზებასა და ინფორმაციის გავრცელებას“-ამბობს ნანა ნათენაძე.
მისივე განცხადებით, ქალაქში არ არის მოსახატი ადგილები, რომელიც თვალსაჩინო იქნება.
,,მარტივად ვხატავთ, რადგან ხატვის პროცესში სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართულები“. მეხუთე საჯარო სკოლის კედელზე რამდენიმე თემაა წამოწეული - ნარკო პოლიტიკა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეკოლოგია, ჯანმრთელობა და ბავშვთა დღე.
თავდაპირველად, მხატვრობის ამ სახეობამ პოპოულარობა ამერიკაში მოიპოვა, სადაც მხატვრებს
,,ქუჩის ხულიგნებს“ უწოდებდნენ, რადგან თვლიდნენ რომ კედლებს ამახინჯებდნენ. მხატვრები ნახატებს დანგრეულ შენობებზე ხატავდნენ, მოგვიანებით კი მათ ღამის მხატვრებსაც უწოდებდნენ, რადგან ამერიკაში ეს კანონით ისჯებოდა, დღისით კი უჩინარდებოდნენ.
ქუჩის მხატვრობამ ფეხი საქართველოში ახლახან მოიკიდა და პოპულარობამაც არ დააყოვნა. ხელოვნების ეს დარგი ხელს უწყობს ნამუშევარი ფართო აუდიტორიამ იხილოს.
მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის მხატრობა უკვე ბევრ ქალაქშია გავრცელებული, არსებობს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც თვითნებური მოხატვა დასჯადია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, თავდაპირველად გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, განმეორებითი ქმედების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ითვალისწინებს სხვა ადმინისტრაციულ სასჯელებსაც.