კულტურა
როგორ მოვამზადოთ გამორჩეული ნუგბარი - ქლიავის ჩირი
ქლიავის ჩირი ერთ-ერთი გამორჩეული ნუგბარია. მისი გაკეთება ძალიან მარტივია, თუმცა საბოლოო შედეგის მიღწევა გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული.
შედეგი, რაქ თქმა უნდა, ლოდინად ღირს.
ინგრედიენტები
- შავი ქლიავი - 6 კილო
- ას/კ მარილი
- 4 ს/კ შაქარი
მომზადების წესი:
- ქლიავი გავრეცხოთ. დანით გავჭართ და მოვაცილოთ კურკა.
- დავალაგოთ ფიცარზე და გავაშროთ მზეზე. ერთი მხარე რომ გამოშრება გადავაბრუნოთ მეორე მხარეს.
- 5-6 ცალი ტყემალი ან ქლიავი წამოვადუღოთ წყალში. დავაამატოთ შაქარი ან მარილი.
- ჩირი ამოვავლოთ ნახარშში და ისევ დავდოთ მზეზე. (ეს საჭიროა იმისთვის , რომ ჩირს მისცემს სიპრიალეს და შენახვის შემთხვევაში მატლი არ დაესევა) გამომშრალი ჩირი შევინახოთ ნაჭრის ტომარაში.
გემრიელად მიირთვით!
გააზიარეთ :