დრამატურგიის ფესტივალი ცხინვალის თეატრის სპექტაკლით გრძელდება
25 სექტემბერს, ეროვნული დრამატურგიის მე-13 დღეს, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, ყურბან საიდის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს - "ალი და ნინო" იხილავთ. მაყურებლის წინაშე ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი წარსდგება. სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.
სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი ხუთი ლარია.