კულტურა
ახალციხე 8 ოქტომბერს სომხურ თეატრს უმასპინძლებს
V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, მესხეთის თეატრის სცენაზე სპექტაკლს თბილისის პ.ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი გამართავს. სამსახიობო დასი, არმენაკ ბაიანდურიანის რეჟისორობით, ნოდარ დუმბაძის "საბრალდებო დასკვნას" ითამაშებენ.
სპექტაკლი 19 სთ. დაიწყება, ბილეთის ფასი კი ხუთი ლარია.
ახალციხეში თეატრალური ფესტივალი 13 სექტემბერს დაიწყო და 11 ნოემბერს დაიხურება. მესხი მაყურებლის წინაშე უკვე წარსდგნენ თბილისისა და საქართველოს რეგიონების თეატრები. ახალციხეს ასევე ეწვია სამსახიობო დასი უკრაინიდან, ყაზახეთიდან, პოლონეთიდან და ბელორუსიიდან.
გააზიარეთ :